ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ხელვაჩურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ისინი სოფელში არსებულ მდინარეზე მინიჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, სოფელში ჰესის აშენება ეკოლოგიურ საფრთხეს გამოიწვევს და მეწყრული პროცესები განვითარდება. მოსახლეობა მშენებელ კომპანიას, ასევე ხელისუფლებას თხოვნით მიმართავს, რათა სოფელში ჰესი არ აშენდეს.

"კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ჰესის მშენებლობას. იგი მომავალში საფრთხეს შეგვიქმნის სოფლის მცხოვრებლებს. ჩვენი მოთხოვნა იმ კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომელიც ჰესის მშენებლობას გეგმავს, ასევე მივმართავთ ხელისუფლებას", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.