ქუთაისთან ახლოს, მდინარე წყალწითელაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

ქუთაისთან ახლოს, მდინარე წყალწითელაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

ქუთაისთან ახლოს, სოფელ გოდოგანში, მდინარე წყალწითელაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი უკვე იპოვეს. ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო ეკიპაჟი.

შსს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.