ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ხანძარი გაჩნდა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ხანძარი გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებია მობილიზებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. მიმდინარეობს გამოძიება.

























