ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ხელვაჩაურის მერიის სხდომათა დარბაზში ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილულ საკითხთა შორის იყო: ბაღებში პანდუსების მოწყობა, სატრანსპორტო მომსახურებით უზრუნველყოფა, თანამშრომლების გადამზადება და ბაღების ახალი სასწავლო წლისათვის მზაობა. ასევე, ბაღების ეზოს მოპირკეთების საკითხი, რომელიც 2019 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
შეხვედრას ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე უძღვებოდა.

























