გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 09:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 123 აბონენტს თიანეთის რაიონის სოფლებში ბოჭორმა, ომარაულები, ფიჭვიანი და მიმდებარედ.
ხოლო შეზღუდვა 11:00-დან 18:00 საათამდე შეეხება 600 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში მეზვრიაანი, თანიანთკარი, ახალშენი, წიწამურა, შუახევი და მიმდებარე სოფლებში. 16:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1126 აბონენტს მცხეთის რაიონის სოფლებში ძეგვი, არმაზი, ქსანი, შიომღვიმის ტერიტორია, ნიჩბისი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე.

























