საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბათუმში საღებავების სავაჭრო ობიექტში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბათუმში საღებავების სავაჭრო ობიექტში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბათუმში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„ბათუმი -პუშკინის ქუჩაზე მდებარე ერთსართულიან სავაჭრო ცენტრში დაიწვა და დაზიანდა 10 მაღაზია. ასევე, სავაჭრო ცენტრის სახურავი - ჯამში 560 კვ.მ ფართობი. ხანძრის სწრაფ გავრცელებას სავაჭრო ცენტრში არსებულმა ადვილად აალებადმა პროდუქციამ შეუწყო ხელი. ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე ბაზრობაზეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადგილზე მობილიზებული იყო 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი - 65 მეხანძრე - მაშველი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.