თრუსოს ხეობაში სალაშქროდ მყოფი საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

თრუსოს ხეობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. მომხდარი ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
როგორც სუს-ში აცხადებენ, „საქართველოს მოქალაქეები ე.წ.საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არიან დაკავებული“. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის მისია და ასევე, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ.

























