ბათუმში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

ბათუმში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

ბათუმში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი თამარის დასახლებაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე შეეჯახა.

ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

მომხდარის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გართულებულია.

იხილეთ ვიდეო: ავარია ბათუმში, რომელმაც ცენტრალურ გზაზე დიდი საცობი გამოიწვია - ერთმანეთს 2 სატვირთო ავტომობილი შეეჯახა