აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია მოსახლეობასთან შეხვედრას მართავს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია მოსახლეობასთან შეხვედრებს ახალი ფორმატით, როგორც საერთო, ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მართავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აბაშის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს. მერი მუნიციპალიტეტის ათ ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე იმყოფებოდა. ის ამჯერად სამიქაო-მაიდნის მოსახლეობას შეხვდა.
მერიის პრესსამსახურის ცნობით, ადგილობრივები მერს ძირითადად, გზების რეაბილიტაციის, სასაფლაოებზე, საძოვრებზე არსებული მდგომარეობის და სხვადახვა პრიორიტეტული საკითხის შესახებ ესაუბრნენ.
„ყველა ის პროექტი, რომელიც დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, მოსახლეობის საჭიროებისამებრ, პრობლემური საკითხების მოგვარებისთვის ხორციელდება, დიდია ჩემი პასუხისმგებლობა ამომრჩევლების წინაშე, ზოგი ვერ ახერხებს მერიაში მოსვლას, გადავწყვიტე, ადგილებზე, სოფლებში შევხვდე მოქალაქეებს და მათგან მოვისმინო ის პრობლემები, რომლებიც აწუხებთ. ასეთი ფორმატის შეხვედრები ხელს უწყობს მნიშვნელოვანი საკითხების ერთობლივად და მყისიერად გადაწყვეტას, ამიტომ ეტაპობრივად, ყველა სოფელში ჩავდივარ და ვხვდები მოსახლეობას“, - განაცხადა ლევან მაკალათიამ.

























