კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია "ქართული ოცნების" ზუგდიდის ოფისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ

 კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია "ქართული ოცნების" ზუგდიდის ოფისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ

"ქართული ოცნების" ზუგდიდის ოფისში პარტიის ხელმძღვანელობა -კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. „ქართული ოცნების“ ლიდერები ცალ-ცალკე შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერებსა და საკრებულოს წევრებს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ლიდერებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, განიხილეს პარტიული საკითხები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

"მთელი ქვეყნის მასშტაბით ვატარებთ პარტიულ შეხვედრებს ჩვენს აქტივთან. დღეს შეხვედრა გავმართეთ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლებთან, მერებსა და საკრებულოს წევრებთან და ვისაუბრეთ იმ ვითარებაზე, რომელიც არის ჩამოყალიბებული რეგიონში," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.