ბადაგონის ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებშია

ბადაგონის ღვინოების პირველი საექსპორტო პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება! ბადაგონის პარტნიორი ამერიკაში „John’s Rock Company LLC“ ბადაგონის წყნარი და ცქრიალა ღვინოების იმპორტს ნიუ იორკის შტატში უზრუნველყოფს. იმპორტის პირველმა პარტიამ 10 000 ბოთლს გადააჭარბა და ნიუ იორკში მდებარე სხვადასხვა რესტორანსა თუ ქსელურ სავაჭრო ობიექტში წარდგება მომხმარებლის წინაშე!
მოგეხსენებათ, ბადაგონი 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კვლავ ინარჩუნებს უპირობო ლიდერის პოზიციას ქართული ღვინის ექსპორტიორთა შორის! ჩვენი ღვინოები დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და საექსპორტო ქვეყნების რიცხვი საკმაოდ სწრაფად იზრდება. ამერიკის შეერთებული შტატები დღეს მთავარი სტრატეგიული ბაზარია ბადაგონისა და ზოგადად ქართული ღვინისათვის. ამ ბაზარზე ოპერირება განსაკუთრებულად რთულია რამოდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის დიდი კონკურენციისა და ქართული ღვინის საკმაოდ დაბალი ცნობადობის მაჩვენებლის გამო. ბადაგონის ამ წარმატებას წინ უძღვოდა ახალი ბაზრის კვლევა, აქტიური მოლაპარაკებები და საკმაოდ დიდი ძალისხმევა.
დღესდღეობით ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ კიდევ 2 მსხვილ ამერიკულ იმპორტიორ კომპანიასთან. შეერთებულ შტატებში უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს, რაც უზრუნველყოფს ბადაგონის ღვინოების რეალიზაციის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით ზრდას და განვითარებას.
(R)

























