Tkt.ge- სა და „სოლიდარობის ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Tkt.ge- სა და „სოლიდარობის ფონდს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი „ონლაინ თიქეთსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი შენგელიამ და „სოლიდარობის ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ია მაქაცარიამ მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, Tkt.ge-ს აპლიკაციასა და საიტზე თითოეული შეძენილი ბილეთიდან კომპანია 10 თეთრს გადარიცხავს სოლიდარობის ფონდში. შეგროვებული თანხის 100% ონკოლოგიით დაავადებული ბავშვებისა და 22 წლამდე მოზარდების მკურნალობასა და დიაგნოსტიკას მოხმარდება.
„გარდა ამისა, ელექტრონული პორტალის საშუალებით, Tkt.ge თავის მომხმარებლებს შესთავაზებს სურვილის შემთხვევაში ფონდში დამატებითი დონაციის განხორციელებას ბავშვების დასახმარებლად. ბილეთის შეძენისას საჭიროა მოინიშნოს ველი, რომ მომხმარებელს სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ქველმოქმედებაში.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით ჩვენ არჩეული გვაქვს არაერთი მიმართულება, მათ შორის „სოლიდარობის ფონდთან“ თანამშრომლობა და ონკოლოგიით დაავადებული მოზარდების მკურნალობის ხელშეწყობა“, - აცხადებენ კომპანია Tkt.ge-ში.
მემორანდუმი გაფორმებულია 1 წლის ვადით.
#სიკეთეგადამდებია #Tkt.ge #SolodarityFund
(R)

























