დაიწყო ფასდაკლების აქცია სასტუმროების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე კომპანია FINA-გან
კომპანია FINA-ს პროგრამული უზრუნველყოფა - „FINA სასტუმრო“ ერთადერთი პროდუქტია ქართულ ბაზარზე, რომელიც სასტუმროებს სთავაზობს მართვის ერთიან, კომპლექსურ გადაწყვეტილებას, რომელიც აერთიანებს სასტუმროს, კაფე-რესტორნის, საწყობისა და ბუღალტერიის მოდულებს.
ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, კომპანია FINA იწყებს აღნიშნული პროდუქტის ლიცენზიებზე 10%-იანი ფასდაკლების აქციას, რომელიც გაგრძელდება 31 მაისამდე.
სისტემა შექმნილია საქართველოში და სრულად არის მორგებული ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებზე. პროგრამა განკუთვნილია ყველა ზომის სასტუმროსთვის, და გამოიყენება როგორც ოჯახური ტიპის, ასევე 5 ვარსკვლავიანი კომპლექსებისთვის.
სტანდარტულ მოდულებთან ერთად, პროგრამას გააჩნია ისეთი ინოვაციური შესაძლებლობები როგორებიცაა: მობილური აპლიკაცია დამლაგებლებისთვის; სასტუმროს ვებ გვერდიდან დაჯავშნის შესაძლებლობა; ინცინდენტების მართვა; საკეტების დაპროგრამება; ანალიტიკური მოდული, რომელიც გაგიმარტივებთ სასტუმროს მართვას.
აღნიშნული სისტემით უკვე სარგებლობს 70-ზე მეტი დიდი და მცირე სასტუმრო, მათ შორის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებიც.
ისარგებლეთ ფასდაკლებით და გამოიყენეთ ეფექტური გადაწყვეტილება თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის!
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით (032) 219 70 00 და ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდს www.fina.ge.
(R)

























