თეთრიწყაროში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

თეთრიწყაროში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს, ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თეთრიწყაროში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული სატყეო სააგენტოდან აცნობეს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივმა სამართალდამრღვევებმა, ალგეთის სატყეო უბნიდან, 12 მ3 - მდე რცხილას სახეობის საშეშე მერქანის ტრანსპორტირება სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განახორციელეს. სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, „ზილ-131“ მარკის სატვირთო ავტომანქანები დაილუქა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნება რაიონულ სასამართლოს.

ეროვნული სატყეო სააგენტო უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.