კომპანია „Different“-ი თბილისში ტრენინგს გამართავს

ტურისტული და ივენთ კომპანია „Different“-ი 17-18 მაისს, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გამართავს ტრენინგს - „საჯარო და კორპორატიული პროტოკოლი და ეტიკეტი“. აღნიშნული ტრენინგის მიზანია, მსმენელებს ასწავლოს თუ როგორ გამოიყენონ პროტოკოლი პრაქტიკაში თანამედროვე ბიზნეს გარემოსა და პოლიტიკაში. როგორც კომპანია „Different“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ზაქარიაძემ აღნიშნა, ტრენინგში მონაწილეობას 130 ადამიანი მიიღებს.

„ტრენინგი ტარდება საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის, ვისაც აქვთ ურთიერთობა განსაკუთრებით უცხოელებთან. ტრენინგი გათვლილია საჯარო მოხელეებზე რომლებიც პროტოკოლით არიან დაკავებულები - პრეზიდენტის აპარატიდან, პრემიერ–მინისტრის აპარატიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროდან. განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა იმ კომპანიებისთვის, ვისაც აქვთ უცხოეელ პარტნიორებთან ურთიერთობა, დახვედრები, გაცილებები. ჩვენი კომპანია 2017 წლის ბოლოს დაარსდა და მიზანი იყო, რომ ჩამოგვეყვანა სხვადასხვა ტრენერები, გაგვეკეთებინა ფორუმები, შეხვედრები და საქართველო ცნობადი გაგვეხადა ევროპისთვის“, - განაცხადა დავით ზაქარიაძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია „Different“-ი ესპანეთიდან ელოდება ბევრ ტურისტსა და კომპანიას.

InterPressNews.Geკომპანია „Different“-ი 2017 წლის ბოლოს დაარსდა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით ზაქარიაძე, წლების განმავლობაში ცხოვრობს და საქმიანობს ესპანეთში. ესპანეთში განათლების მიღების შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კომპანიებში მენეჯერულ პოზიციაზე. უკვე ერთი წელია იმყოფება საქართველოში, არის საკონსულტაციო კომპანიის CMD Consulting-is ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც უცხოურ კომპანიებს იურიდიულ, ბუღალტრულ და ბიზნეს კონსულტაციებს უწევს.

„Different“-ის მეორე დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია მარინე დავითაძე, რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს ტურისტულ სექტორში და არის უამრავი წარმატებული ღონისძიების ორგანიზატორი. წლის დასაწყისში კომპანია „Different“-მა კონტრაქტი დადო ესპანურ ივენთ კომპანიებთან, ასევე ევროპის სხვადასხვა ტურისტულ და MICE კომპანიებთან. კომპანიის მიზანია, საქართველო კიდევ უფრო ცნობადი გახადოს ევროპაში. მისი ძირითადი მიმართულება კორპორატიული ტურიზმი, MICE, ასევე სხვადასხვა სახის ტრენინგების და ფორუმების ჩატარებაა.

(R)