კორპორაცია „სინოჰიდრო" განცხადებას ავრცელებს

ბოლო პერიოდში ქართული ტელეარხებითა და ელექტრონული მედიის საშუალებით გამოქვეყნდა რამდენიმე სტატია ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ. ეს უსამართლო და გამიზნული ბრალდებები მოკლებულია ყოველგვარ მტკიცებულებას და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეიყვანას საქართველოსა და საზღვარგარეთ ჩვენი კომპანიის რეპუტაციის შელახვას. ამ გარემოების გათვალისწინებით, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:
1. ჩვენი, როგორც წამყვანი საერთაშორისო კონტრაქტორი ორგანიზაციის,შპს კორპორაცია „სინოჰიდროს" (შემდგომში „სინოჰიდრო“) მიერ მაღალი ხარისხითა და სტანდარტებით საქართველოში განხორციელდა სამი პროექტი. ამის გათვალისწინებითა და დამკვეთის გადაწყვეტილებით კომპანიამ კიდევ მიიღო სამი პროექტის განხორციელების უფლება, რომელებიც ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობისა და საკონტრაქტო პირობების მკაცრი დაცვით. პროექტების მიმდინარეობისას, როგორც დამკვეთებისა და ზედამხედველი ინჟინრების, ისე ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან ვლინდება მაღალი პროფესიონალიზმი. გარდა ამისა, შესაბამისი სახელისუფლებო უწყებებისა და მომიჯნავე მოსახლეობის მიერ ნაჩვენებია მართვისა და თანამშრომლობის საუცხოო მაგალითები. მხოლოდ ამგვარ მეგობრულ გარემოში ხდება ჩვენი ძალისხმევის დაფასება და აღიარება არა მხოლოდ ჩვენი დამსაქმებლების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ჩათვლით - არამედ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის მხირდანაც.
2. კორპორაცია „სინოჰიდროსთვის“ უმნიშვნელოვანესია ადგილობრივ საზოგადოებასთან ჰარმონიული ურთიერთობა. ჩვენ არასოდეს ვივიწყებთ ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოებისა და მოსახლეობისაგან მიღებულ თანადგომას და როგორც მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიას, გაგვაჩნია საკუთარი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის შესრულების ვალდებულება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულიად უსასყიდლოდ ავაშენეთ ხიდები და საავტომობილო გზები. ბუნებრივი კატასტროფების დროს (კერძოდ, 2011 წელს რიკოთის უღელტეხილთან მეწყერის ჩამოწოლა და 2015 წელს თბილისში ვერის ხეობის სტიქია) ჩვენმა კომპანიამ უზრუნველჰყო სამაშველო სამუშაოების მხარდაჭერა შესაბამისი აღჭურვილობითა და პერსონალით, ამასთანავე, აღდგენითი სამუშაოებისათვის გაიღო ფულადი დახმარება. საქართველოსა და ჩინელი ხალხის მეგობრობის განმტკიცების მიზნით, 2014 წელს, ნარგავების მოშენების სეზონზე, ინსტიტუტ „ახალი ტალღის„ სტუდენტებთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ქალაქ ქობულეთის მერიასთან ერთად დაირგა 425 ნაძვი. პრიოდულად უზრუნველვყოფდით ადგილობრივი საექთნო სასწავლებლის, საბავშვო ბაღებისა და სახელმწიფო სკოლების ფინანსურ მხარდაჭერას. ზემოხსენებული ღონისძიებები მხოლოდ ზღვაში წვეთია იმ სოციალური აქტივობებიდან, რომელთაც განხორციელებასაც საქართველოში ჩვენი კომპანია ისახავს მიზნად.
3. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ კომპანია „სინოჰიდრო“ არ შედის AfDB, მსოფლიო ბანკის ან სხვა ფინანსური ორგანიზაციის შავ სიაში, შესაბამისად, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ყველა საფინანსო ორგანიზაციის, მათ შორის AfDB-ს მიერ დაფინანსებულ ტენდერებში.
ცნობისათვის, უგანდაში AfDB-ის მიერ დაფინანსებულ საგზაო პროექტში მონაწილეობის დროს, კორპორაცია „სინოჰიდროს“ მიერ საკვალიფიკაციო დოკუმენტებში სამუშაოების შესრულების ფაქტიური თარიღის ნაცვლად, არასწორად იქნა მითითებული კონტრაქტით გათვალისწინებული ვადები, რის გამოც AfDB-თან გაფორმდა მარეგულირებელი შეთანხმება, რომელიც არეგულირებდა AfDB-ის დაფინანსებულ პროექტებში „სინოჰიდროს“ მონაწილეობის მიღების პირობებს სამი წლის ვადით. ხსენებული შეთანხმება არანაირად არ მოიაზრებდა „სინოჰიდროსთვის“ ტენდერებში მონაწილეობის მიღების აკრძალვას ან, მითუმეტეს, მის „შავ სიაში“ შეყვანას. შესაბამისად, AfDB-თან თანამშრომლობა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება.
დასკვნისათვის, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კომპანიის წინააღმდეგ გადაუმოწმებელი ბრალდების წაყენება უსაფუძვლოდ და უსამართლოდ მიგვაჩნია. ვიტოვებთ უფლებას, რომ სასამართლოში შევიტანოთ სარჩელი ჭორისა და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი პირების წინააღმდეგ. ამავდროულად, ვაცხადებთ მზაობას ღია და გულახდილი საუბრებისათვის მათთან, ვისაც ნამდვილად აღელვებს საქართველოს განვითარების საკითხი.
(R)

























