მარტის თვეში სილქნეტის აბონენტები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

მარტის თვეში სილქნეტის აბონენტები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

მსოფლიოში ცნობილი შემეცნებითი ჟურნალი, National Geographic სილქნეტის აბონენტებს სახლიდან გაუსვლელად, პულტის მეშვეობით შეუძლიათ გამოიწერონ. მათთვის იმოქმედებს სპეციალური ფასი 5 ლარი ( 7 ლარის ნაცვლად).

აღნიშნული თანხა სააბონენტო გადასახადს დაემატება ყოველთვიურად, ხოლო ის აბონენტები, ვინც მარტის თვეში გახდებიან ამ გამოცემის ხელმომწერები, საჩუქრად მიიღებენ გასული ნომრების 6 თვიან ბიბლიოთეკას.

ჟურნალის გამოწერა შესაძლებელია ორი გზით: SilkTV-ის პულტით ტელემენიუში, აპლიკაციების განყოფილებაში, ჟურნალის გამოწერაზე დასტურით;

ცხელი ხაზის 2 100-100 მეშვეობით - ოპერატორის დახმარებით.

ჟურნალი National Geographic ქართულ ენაზე სილქნეტის ხელშეწყობით 5 წელია გამოიცემა და მოგვითხრობს მსოფლიოს ახალ აღმოჩენებზე, სამეცნიერო კვლევებზე, საბუნებისმეტყველო, ისტორიულ, სოციალ-ეკონომიკურ მეცნიერებებსა და ტექნოლოგიურ მიღწევებზე. ის საუკეთესო დამხმარეა ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, ასევე მოზარდებისა და სტუდენტებისთვის.

(R)