საქართველოში უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი და საავტომობილო ზეთების მწარმოებელი მსოფლიო მეგაბრენდი შემოდის

საქართველოში უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი და საავტომობილო ზეთების მწარმოებელი მსოფლიო მეგაბრენდი შემოდის

ქართული საავტომობილო სერვისების მართვის კომპანია „ბეტაჩი ჯგუფმა“ ხელი მოაწერა არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობპროდუქტების მომპოვებელ, საპოხი მასალებისა და საავტომობილო ზეთების მწარმოებელ კომპანია „Crystal Petroleum“-თან. კომპანია „ბეტაჩი ჯგუფი“ დღეისათვის ქართულ და ამიერკავკასიის ბაზარზე პრემიუმ ხარისხის გერმანული საავტომობილო ზეთის „Rowe“-ს ოფიციალური წარმომადგენელია.

მხარეთა შორის ერთწლიანი მოლაპარაკების საფუძველზე კომპანია „Crystal Petroleum“-მა საბოლოოდ გადაწყვიტა ქართულ ბაზარზე შემოსვლა და 2020 წლამდე 10 მლნ დოლარამდე მოცულობის ინვესტიციის განხორციელება. ახლოვადიან პერსპექტივაში დაგეგმილია Crystal Petroleum-ის პროდუქციის შემოტანა ქართულ ბაზარზე და ამიერკავკასიის ქვეყნებში, ხოლო პროცესების დაგეგმილი გრაფიკით განვითარების შემთხვევაში „Crystal Petroleum“-ის მმართველი ჯგუფი მზად არის საქართველოში ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებობა დაიწყოს, რომელიც სრულად მოემსახურება ევროპისა და ამიერკავკასიის ქვეყნების მოთხოვად მოცულობებს.

InterPressNews.Ge„საქართველოს ბაზრით Crystal Petroleum-ის დაინტერესება კიდევ ერთი ნიშანია ქვეყნის პოტენციალის აღიარებისა. უახლოეს მომავალში დეტალურ გეგმას წარმოგიდგენთ თუ რა მასშტაბის გეგმები და სამუშაოები აქვს დაგეგმილი Crystal Petroleum-ს საქართველოში, ეს კი უმნიშვნელოვანესია ზოგადად ქვეყნისთვის, რადგან შეიქმნება ახალი დასაქმების ადგილები, განხორციელდება საკმაოდ მოცულობითი ინვესტიცია ქვეყანაში და ამასთან ხელი შეეწყობა საქართველოში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოღვაწე ბიზნეს კომპანიების ქართული ბაზრით დაინტერესებას. აღსანიშნავია ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ Crystal Petroleum-ის პროდუქცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით და ამასთანავე ნებისმიერი ქვეყნის ბაზარზე საკმაოდ დაბალი და კონკურენტული ფასით არის წარმოდგენილი, რადგან მისი საწარმოები განთავსებულია მხოლოდ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში. Crystal Petroleum-ის ხელმძღვანელთა განცხადებით, ისინი მზად არიან, საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობის პირობებში, 2020 წლამდე საქართველოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელონ და საფუძველი ჩაუყარონ Crystal Petroleum-ის უმსხვილესი საწარმოს მშენებლობას, რომელიც სწორედ საქართველოში მოახდენს ნავთობ პროდუქტების გადამუშავებას, საპოხი მასალებისა და საავტომობილო ზეთების წარმოებას და აღმოსავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის ბაზრებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას. ერთმნიშვნელოვნად, ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს იმიჯი, შესაძლებლობები და პოტენციალი დღითიდღე იზრდება და ჩვენი ქვეყნით ამ მასშტაბის კომპანიები ინტერესდებიან. რა თქმა უნდა Crystal Petroleum-ის წინადადებას და ჩვენი ქვეყნით დაინტერესებას, აუცილებლად ოფიციალურად გავაცნობთ სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლებს“ - აცხადებს „ბეტაჩი ჯგუფის“ მარკეტინგის დირექტორი ლადო ციმაკურიძე.

„ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობის საკმაოდ დიდი ინტერესი გვაქვს. დიდი ხანია აქტიურად ვიკვლევთ და ვსწავლობთ აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნების პოტენციალს, ახალი ბაზრის მოსაპოვებლად და ამავე დროს ჩვენი კომპანიის წარმომადგენლობის დასაარსებლად, რომელიც კოორდინაციას, კონტროლს და ხელმძღვანელობას გაუწევს რეგიონის ქვეყნებში ჩვენი პროდუქციის რეალიზაციას. ამისათვის კი საბოლოოდ გადაწყდა აღმოსავლეთ ევროპის ცენტრად სწორედ საქართველო შეგვერჩია და ურთიერთობა ქართული საავტომობილო სერვისების მართვის კომპანია „ბეტაჩი ჯგუფთან“ დაგვეწყო“ - განაცხადა კომპანია „Crystal Petroleum“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტალალ ალ ჰაშემიმ.

საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების მწარმოებელი კომპანია „Crystal Petroleum“ დაარსდა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში 1997 წელს, დღეისათვის ბრენდი წარმოდგენილია მსხვილი საავტომობილო სერვისებითა და სარეალიზაციო ობიექტებით მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტსა და წამყვან ქვეყანაში და რაც მთავარია პროდუქციის ხარისხით ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული ბრენდის სახელი აქვს დამკვიდრებული მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში ბრენდის ოფიციალური სახე იქნება უნიჭიერესი, ტიტულოვანი და უმაღლესი რანგის ქართველი ავტომრბოლელი გიორგი კირვალიძე, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში დრიფტის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სწორედ „Crystal Petroleum“-ის სახელით იასპარეზებს და მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე წარადგენს ბრენდს, პროდუქტის შესაძლებლობებს და ხარისხს!

(R)