„სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი თბილისში“ - კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა გაიმართება

„სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი თბილისში“ - კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო განხილვა გაიმართება

22 თებერვალს, 10.30 საათზე, სასტუმრო "რუმსში" გაიმართება კვლევის შედეგების პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია თემაზე: „სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხი თბილისში“.

კვლევის მიზანი დედაქალაქში არსებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის რამდენიმე შესაძლო სცენარის შედარებაა. კერძოდ:

* არსებული სიტუაციის შენარჩუნება.

* შემოვლით რკინიგზის ხაზს 2009 წლის პროექტის მიხედვით.

* სარკინიგზო გვირაბს ნავთლუღიდან დიდუბემდე

* ქალაქში მაგისტრალური სარკინიგზო ხაზისა და ცენტრალური სადგურის შენარჩუნება, ხოლო მაგისტრალური ხაზის გარდა დიდუბე-ნაძალადევის რაიონში დარჩენილი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ქალაქის პერიფერიულ რაიონებში გადატანა.

ოთხი სცენარის ანალიზისას, მოხდა მრავალგანზომილებიანი მიდგომის გამოყენება, რომელიც მოიცავდა შემდეგი ასპექტების მაჩვენებლების შედარებას:

* ურბანული - გამოთავისუფლებული ტერიტორიის ფართობი და მისი ახალი ფუნქციებით გამოყენების შესაძლო პერსპექტივები.

* უსაფრთხოება - სარკინიგზო ავარიის, ან პროდუქტების დაღვრის/გაფრქვევის შემთხვევაში, მოსახლეობაზე შესაძლო ზემოქმედების რისკების შეფასება.

* ეკოლოგია - გარემოზე მავნე ეკოლოგიური ზემოქმედების, ხმაურის და ვიბრაციის დონეს და პროდუქტების დაღვრის/გაფრქვევის შემთხვევაში, გარემოზე ზემოქმედების შეფასება.

* ეკონომიკური - რკინიგზის ოპერაციული ხარჯები, გამტარუნარიანობა, შედეგები სამგზავრო გადაყვანაზე, ზეგავლენა რკინიგზასთან დაკავშირებულ საწარმოებზე და ვარიანტების განხორციელების ღირებულება.

კვლევის პრეზენტაციას გააკეთებს, PMC კვლევითი ცენტრის აფილირებული მკვლევარი და ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი. დისკუსიას მოდერაციას გაუწევს საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის გამგეობის თავმჯდომარე ეკატერინე ლალიაშვილი.

კვლევა ჩატარდა პროექტის „საჯარო პოლიტიკის განხილვისა და დიალოგის პლატფორმის“ ფარგლებში და განხორციელდა „PMC კვლევითი ცენტრის“ მიერ საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის მხარდაჭერით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთევან ლეკიშვილი, პი ემ სი კვლევითი ცენტრის კომუნიკაციის მენეჯერი

ტელ: +995 599 975 975

ელ. ფოსტა: k.lekishvili@pmcg.ge

(R)