„ნატახტარისა“ და „საქართველოს რკინიგზის“ საჩუქარი რაგბის ქომაგებს

„ნატახტარისა“ და „საქართველოს რკინიგზის“ საჩუქარი რაგბის ქომაგებს

საგულშემატკივრო სპეცრეისი საქართველო-ბელგიის მატჩზე დასასწრებად. თუ ხარ რაგბის გულშემატკივარი, გიყვარს ლუდი და გინდა, ჩვენს ნაკრებს ბელგიასთან მატჩში უგულშემატკივრო, მაშინ შეგიძლია შაბათი დღე ახლავე დაგეგმო. გულშემატკივრების ხელშესაწყობის მიზნით, ნატახტარი, საქართველოს რკინიგზასთან ერთად, ქუთაისის მიმართულებით სპეციალურ საგულშემატკივრო რეისს ნიშნავს. ორასზე მეტ ქომაგს საშუალება აქვს დარეგისტრირდეს ამ რეისზე, მიიღოს მატჩის ბილეთები, უფასოდ იმგზავროს Stadler-ის ფირმის ერთსართულიანი მატარებლით, დალიოს ლუდი და „რაგბი ევროპის“ (ყოფილი ერთა თასის) პირველ მატჩში ბოლომდე უქომაგოს ჩვენს ნაკრებს.

მატარებელში საგულშემატკივრო განწყობის შექმნაზე „კაცების“ წამყვანები იზრუნებენ. გარდა ამისა, იქნება ცოცხალი მუსიკა, გათამაშებები, გულშემატკივრობის ტრენინგები და რამდენიმე სხვა გასართობი აქტივობა. რეისზე ადგილები შეზღუდულია, სარეგისტრაციოდ მიყევით ბმულს.

(R)