კახეთში სწრაფი გადახდის აპარატი მოიპარეს

თელავის მუნიციპალიტეტში ქურდობის ორი ფაქტი დაფიქსირდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, სოფელ აკურაში სასურსათო მაღაზია გატეხეს, საიდანაც წაღებულია თანხა, თუმცა ზარალის ზუსტ ოდენობაზე მეპატრონე მედიასთან არ საუბრობს.
სოფელ ვანთაში კი, ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან სწრაფი გადახდის აპარატი მოიპარეს. თანხის ზუსტი ოდენობა არც ამ შემთხვევაშია ცნობილი.
ორივე სოფელში ბოლო ერთი თვის განმავლობაში სახლისა და სასურსათო მაღაზიის ქურდობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

























