„გრანთ თორნთონ“ საქართველოს მმართველ პარტნიორად ვახტანგ ცაბაძე დასახელდა
2018 წლის 1 იანვრიდან გრანთ თორნთონს საქართველოში სათავეში უდგას ვახტანგ ცაბაძე.ვახტანგ ცაბაძე დასახელდა გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველ პარტნიორად, კომპანიის რომელიც გრანთ თორნთონ ინტერნეიშენალის წევრია და წარმოადგენს მსოფლიოს ერთ ერთ წამყვან პროფესიონალური სერვისების ქსელს, რომლის წევრ ფირმებში 130-ზე მეტ ქვეყანაში 50,000-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული.
ვახტანგს აუდიტის და ფინანსური ანგარიშგების სფეროში 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება და მნიშვნელოვანი ტექნიკური ცოდნა აქვს. იგი უძღვებოდა კერძო და სახელწიფო კომპანიების აუდიტორულ და მარწმუნებელ გარიგებებს. მისი გამოცდილება მოიცავს ბანკების, სადაზღვევო კომპანიების, ენერგეტიკული სექტორის, სასოფლო-სამეურნეო, კვების, საცალო ვაჭრობის, მუნიციპალური სერვისების კომპანიების აუდიტს, აგრეთვე მსოფლიო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო დონორების და საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების აუდიტებს. ვახტანგ ცაბაძე საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის (ბაფ) წევრია და ამჟამად არის ბაფ-ის სტანდარტების კომიტეტის წევრი. მას აქვს დსთ-ს წევრ სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობის გამოცდილება.
ვახტანგი აცხადებს: „ეს ჩემთვის დიდი პატივია. როგორც გრანთ თორნთონ საქართველოს მმართველი პარტნიორი მე ვხედავ იმ დიდ შესაძლებლობებს რომელიც ჩვენს ფირმას აქვს წინ და მზად ვარ ვუხელმძღვანელო გრანთ თორნთონს ზრდასა და განვითარებაზე კონცენტრაციით. გრანთ თორნთონი არის პროფესიონალებისგან შემდგარი დინამიური გუნდი, თანამშრომლობის კულტურით და ინოვაციური გარემოთი, სადაც ჩვენ ჩვენს კლიენტებთან ერთად ვმუშაობთ, ვეხმარებით მათ მიზნების მიღწევაში და ვიზრდებით მათთან ერთად.”
გრანთ თორნთონ ინტერნეიშენალის რეგიონალურმა დირექტორმა გურგენ ჰაკობიანმა დასძინა: “მოხარული ვარ მივულოცო ვახტანგს მისი ახალი თანამდებობა და ვუსურვო წარმატება ფირმის მართვაში და მისი მიზნების მიღწევაში. ჩვენ ერთად ვმუშაობდით ბოლო 2 წლის მანძილზე და მე მჯერა ის განაგრძობს ბაზარზე ჩვენი ბრენდის გაძლიერებას და შემოიკრებს საუკეთესო ადამიანებს, რომ უზრუნველყოს ხარისხიანი მომსახურება რომელიც იზიდავს ჩვენს კლიენტებს გრანთ თორნთონში საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოში.“
(R)

























