ევროკავშირის მიმართ სკეპტიციზმის ხარისხი რომ გაზრდილია, ეს გახლავთ პრობლემა, რომელიც ხელისუფლების მისახედია

საშინაო და საგარეო პრობლემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გია, საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსმა” გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც დემოკრატიის კუთხით, მსოფლიოს მასშტაბით უკუსვლაა. მათივე მტკიცებით, დემოკრატია კრიზისშია . საქართველო კი ცხრა ქვეყანასთან ერთად მოქცეულია ჯგუფში, რომელსაც, ორგანიზაციის თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დავაკვირდეთ, რადგან მომდევნო წელი“ქვეყნის დემოკრატიული კურსისთვის, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს”.
“ფრიდომ ჰაუსის” დასკვნაზე ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარი გახლდათ მარტივად და გასაგები - ისინი ცდებიან. თქვენი დაკვირვებით, ხელისუფლება დემოკრატიის თვალსაზრისით ქვეყანაში პრობლემებს ვერ ამჩნებს, თუ არ იმჩნევს?
- ჩვენი ხელისუფლება კი საუბრობს “ფრიდომ ჰაუსის” შეცდომებზე, მაგრამ სამწუხაროდ, საკუთარ შეცდომებს ვერ ხედავს. სამწუხაროდ, ბოლო წლის განმავლებაში მისი ქმედებები მიმართული იყო უფრო ძალაუფლების გამყარებისკენ, ვიდრე დემოკრატიული პროცესის განვითარებისკენ.
რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები დემოკრატიულ ტენდენციებს კი არ აძლიერებს ქვეყანაში, ანუ ხელს კი არ უწყობს თავისუფალ სამყაროში ჩვენს ინტეგრაციას, არამედ უკან გადადგმულ ნაბიჯებად შეიძლება იყოს აღქმული
ეს პირველ რიგში შეეხება საკონსტიტუციო პროცესს, სადაც ფაქტობრივად ხელისუფლებამ თავად თქვა უარი ყველა არსებულ ვალდებულებაზე. ეს ეხება სახელისუფლებო შტოებს შორის არსებული ბალანსების დასუსტებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს. მხედველობაში მაქვს პრეზიდენტის ირიბი არჩევნები, რითაც ფაქტობრივად ძლიერდება ძალაუფლების კონცენტრაციის ტენდენციები. გარდა ამისა, მათივე მხრიდან აღებული ვალდებულებები მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრებისკენ გადასადგმელი ნაბიჯები - მხედველობაში მაქვს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა. ეს რამდენიმე წლით გადავადებულ იქნა. ასევე ისეთი აუცილებელი ინსტიტუტის გაუქმება, როგორიცაა უშიშროების საბჭო, რომელიც ფაქტობრივად ერთადერთი ინსტიტუტი გახლავთ, სადაც კრიზისულ და ფორსმაჟორულ ვითარებაში ხელისუფლების სხვადასხვა შტოების კოორდინაცია უნდა ხდებოდეს.რამდენიმე ფუნდამენტურ საკითხზე ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები დემოკრატიულ ტენდენციებს კი არ აძლიერებს ქვეყანაში, ანუ ხელს კი არ უწყობს თავისუფალ სამყაროში ჩვენს ინტეგრაციას, არამედ უკან გადადგმულ ნაბიჯებად შეიძლება იყოს აღქმული.
ვფიქრობ, “ფრიდომ ჰაუსის” დასკვნა ობიექტურია, ტრაგიკომიკურად გამოიყურება მის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულება. მაგრამ ესაა ის მოცემულობა, რაც გვაქვს. არ მქონია მოლოდინი, რომ ხელისუფლებას მის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება არ ექნებოდა.
- პანკისის ხეობაში იმყოფებოდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მას შეხვედრები ჰქონდა როგორც სპეცოპერაციის დროს დაღუპული მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებთან, ისე საზოგადოების წარმომადგენლებთან და უხუცესებთან. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა სახალხო დამცველის მიერ პანკისის ხეობაში გამართულმა შეხვედრებმა?
- ეს გახლდათ აბსოლუტურად ნორმალური, ადეკვატური ნაბიჯი როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე წმინდა ჰუმანიტარული თვალსაზრისით. სწორედ ეს გახლავთ ასეთ ვითარებებში სახალხო დამცველის მოვალეობა. მაგრამ, ერთია სახალხო დამცველი და მეორეა თუ როგორ იქცევა პოლიტიკური ელიტა.
თავი რომ გავანებოთ სპეციფიკურ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სპეცსამსახურების მუშაობას, ასეთ ვითარებებში პოლიტიკური ელიტის ვალდებულებაა სპეცსამსახურებსა და მოსახლეობას შორის ჩადგეს. ანუ, რაღაცნაირად მოახდინონ გაჩენილი ბზარების ნიველირება და სახიფათო ტენდენციების მოწესრიგება.
თავი რომ გავანებოთ სპეციფიკურ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სპეცსამსახურების მუშაობას, ასეთ ვითარებებში პოლიტიკური ელიტის ვალდებულებაა სპეცსამსახურებსა და მოსახლეობას შორის ჩადგეს. ანუ, რაღაცნაირად მოახდინონ გაჩენილი ბზარების ნიველირება და სახიფათო ტენდენციების მოწესრიგება
ამის ნაცვლად ”ქართული ოცნების” პოლიტიკური ელიტა მხოლოდ თბილისის კაბინეტებიდან ცდილობს რიტორიკული ურთიერთობა აწარმოოს პანკისის მოსახლეობასთან, რომელსაც ძალიან ბევრი კითხვები აქვს ხელისუფლებასთან. იმ ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ არიან საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომ ხელისუფლება მათზე ზრუნავს.ამის ნაცვლად, ჩვენ გვესმის პრემიერ-მინისტრის მხრიდან კაბინეტიდან გაკეთებული განცხადებები, რომ მას ძალიან უყვარს პანკისელები. სინამდვილეში ხეობაში არ ჩადიან, მოსახლეობასთან არ აქვთ კომუნიკაცია.
- თქვენ პრესის საშუალებით არაერთხელ მოუწოდეთ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თავად ჩასულიყო პანკისის ხეობაში. იმედია, მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება მალე დასრულდება და არაერთ კითხვას პასუხი გაეცემა , მაგრამ, ვიდრე გამოძიება არ დასრულებულა, პრემიერის პანკისში ჩასვლა ნაადრევი ხომ არ იქნებოდა?
- ამგვარ კითხვას სვამს ”ქართული ოცნების” ელიტაც. კიდევ ერთხელ ვამბობ - გამოძიება არის ცალკე პროცესი. მე პრემიერს ის კი არ მოვუწოდე, რომ მაჩალიკაშვილთან სამძიმარზე ჩასულიყო. ბზარი გაჩენილია პანკისის მოსახლეობასთან. პანკისის ხეობაში ხელისუფლების ჩაუსვლელობა ნიშნავს იმას, რომ ხეობის მთელი მოსახლეობა ითვლება ეჭვმიტანილად. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც დღეს აქვთ განცდა რომ ყველანი ეჭვმიტანილები არიან.
პანკისის ხეობაში ხელისუფლების ჩაუსვლელობა ნიშნავს იმას, რომ ხეობის მთელი მოსახლეობა ეჭვმიტანილად ითვლება
ვიმეორებ, კარგი იქნებოდა თუ პრემიერი ხეობაში ჩავიდოდა, ხალხთან ექნებოდა კომუნიკაცია, ეტყოდა მათ, რომ ქართული სახელმწიფო იცავთ პირველ რიგში მათ - არა დანარჩენ საქართველოს პანკისის ხეობისგან, რისი დემონსტრირებაც დღეს ხდება, არამედ მათ იცავს, ვინაიდან ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან.გარდა ამისა, მას უნდა მიეცა პანკისელებისთვის პოლიტიკური გარანტიები იმაზე, რომ გამოძიება ჩატარდება ობიექტურად და ვინც დასასჯელია, ყველა დაისჯება, მაგრამ უსამართლოდ არავინ არავის არ მოექცევა. ეს პრობლემები ხომ დღესაც აქტუალურია.
ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც დღესაც აგრძელებს პარაზიტირებას ბიძინა ივანიშვილის რესურსებზე და არ მიაჩნია, რომ ეს პრობლემები მისი გადასაწყვეტია. ისინი თვლიან, რომ პატარა ჩინოვნიკები არიან და ეს არ არის მათი მოსაგვარებელი.
პრემიერს უნდა მიეცა პანკისელებისთვის პოლიტიკური გარანტიები იმაზე, რომ გამოძიება ჩატარდება ობიექტურად და ვინც დასასჯელია, ყველა დაისჯება, მაგრამ უსამართლოდ არავინ არავის არ მოექცევა
მათ არა აქვთ განცდა, რომ ქვეყანა და სახელმწიფო სამართავად მათ აბარიათ. შესაბამისად მათ ამ კომფორტიდან გამოსვლა არ უნდათ. პანკისელებთან დღემდე ადგილობრივი დეპუტატიც კი არაა ჩასულა. გასაგებია, რომ მანდ არ იქნება მარტივი სასაუბრო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ შენს მოსახლეობას კრიზისების შემთხვევაში აუცილებლად უნდა ელაპარაკო და გქონდეს მუდმივი კომუნიკაცია.- კლუბ ”ბასიანში” მომხდარი ინციდენტისას დაკავებულის გირაოთი გათავისუფლებამ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. შსს-მ განაცხადა, რომ ამ ინციდენტისას დაჭრილ პოლიციელს მედალს გადასცემს და სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე განცხადება შსს-ს მყისიერად არ გაუკეთებია, დარჩა შთაბეჭდილება, რომ შსს-მ გასაჩივრების გადაწყვეტილება მოგვიანებით მას შემდეგ მიიღო, როცა საზოგადოებას მომხდარზე ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა...
- აქ ყველაზე მძიმე და სახიფათო ისაა, რომ ჩნდება საზოგადოების პრივილეგირებულ და არაპრივილიგებულ ჯგუფებად დაყოფა, რაც სამწუხაროდ, ყოფილა ამ ქვეყნის ისტორიაში.
ამაზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულზე სასტიკად დასჯილებიც გვინახავს, ამიტომ ამ ფონზე ხდება რაც მოხდა, რაც ყოვლად დაუშვებელია. ეს გახლავთ ძალიან სახიფათო მიმართულება. თუ ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებაში დაბრუნდა, თუ გაჩნდა დაუსჯელთა ელიტა, ეს ქვეყნასა და საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად გადაისვრის უკან.
ყველაზე მძიმე და სახიფათო ისაა, რომ ჩნდება საზოგადოების პრივილეგირებულ და არაპრივილიგებულ ჯგუფებად დაყოფა, რაც სამწუხაროდ, ყოფილა ამ ქვეყნის ისტორიაში
დაუსჯელობისა და უსამართლობის მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ შესაძლოა, ქვეყანა რევოლუციამდე მიიყვანოს. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ამგვარი რამ შესაძლოა, თავად ხელისუფლებისთვის გახდეს პრობლემა.- რუსთავში ექს-დეპუტატ და გენერალ ქუთათელაძის მკვლელობამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება აშკარად დამძიმებულია. ამ თემაზე პრესა იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ გენერალი ქუთათელაძე 2008 წელს პარლამენტის წევრი გახდა ”ნაცმოძრაობიდან” და მისი რეკომენდატორი მაშინ ბიძინა ივანიშვილი იყო. წინა მოწვევის პარლამენტში გენერალ ქუთათელაძის მოხვედრა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო, რომელიც მას იმ პერიოდში იცნობდა კარგად, როცა გარდაცვლილი ჭიათურის სამთო ბატალიონს ხელმძღვანელობდა.
აშკარაა, რომ ქუთათელაძის მკვლელობა დიდ ბიზნესში გადანაწილებას უნდა უკავშირდებოდეს. გაქვთ მოლოდინი, რომ სხვა დანაშაულების მსგავსად ამ მკვლელობის გამოძიება დროში არ გაიწელება?
- მე მაინც ამას პოლიტიკას არ დავუკავშირებდი. არც იმას, რომ გარდაცვლილი ”ნაცმოძრაობიდან” დეპუტატი ივანიშვილის რეკომენდაციით გახდა 2008 წელს. არა მგონია მომხდარი ქუთათელაძის გარკვეულ პოლიტიკურ წარსულს უკავშირდებოდეს.
ვფიქრობ, რომ რუსთავში მომხდარი მკვლელობა კომერციულ ინტერესებს უკავშირდება. ალბათ, დაკვეთილი მკვლელობაა. ეს კი არანაკლებ სახიფათოა. ქონების გადანაწილების პროცესში ლიკვიდაციის გამოყენების შემთხვევა საქართველოში კარგა ხანია არ ყოფილა. არადა, ჩვენ ვხედავთ, რომ იგივე ბაზრობების ირგვლივ ძალიან ბევრი უცნაურობები ხდება. ჩნდება განცდა, რომ თითქოს რაღაც ჯგუფმა გადაწყვიტა საქართველოს ბაზრობებზე კონტროლის აღება და სხვადასხვა უცნაური მეთოდებითა და ტექნოლოგიებით მიზანმიმართულად მიდის ამ მიმართულებით მოქმედება.
ვფიქრობ, რომ რუსთავში მომხდარი მკვლელობა კომერციულ ინტერესებს უკავშირდება. ალბათ, დაკვეთილი მკვლელობაა. ეს კი არანაკლებ სახიფათოა. ქონების გადანაწილების პროცესში ლიკვიდაციის გამოყენების შემთხვევა საქართველოში კარგა ხანია არ ყოფილა
სფეროების მიხედვით ქონების გადანაწილების არცთუ ისე ძლიერი ტენდენცია უკვე მაინც შეიმჩნევა. არადა, ეს ძალიან სახიფათო პროცესია. ამის შედეგია უცნაურად გაჩენილი ხანძრები, ბაზრობების გადატანა-გადმოტანასთან დაკავშირებით დაწყებული საუბრები. ეტყობა, ეს მაინც ამ სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს. ვინაიდან ვიღაც კრიმინალური თუ ნახევრადკრიმინალური მეთოდებით ცდილობს ახალი ეკონომიკური ელიტით ჩაანაცვლოს ძველი ეკონომიკური ელიტა.- თბილისის მერმა კახი კალაძემ მერიაში სტრუქტურული დიდი ცვლილებების გატარება დაანონსა. ასევე ითქვა, რომ მერიის მაღალჩინოსნებს ხელფასები გაეზრდებათ. მეტიც, მისივე თქმით, მერიაში ჩატარდება კონკურსი და იგი შეეხება ყველას, მათ შორის იმათაც, რომლებსაც კონკურსი და ატესტაციაც გავლილი აქვთ.
ახლა როცა კახა კალაძე თავის გეგმებზე საუბრობს, წარმოუდგენელია არ გაგახსენდეს უგულავას დროინდელი თბილისის მერია და არ გაგიელვოს აზრმა, რომ ეს კინოც ნანახი გვაქვს. თქვენი დაკვირვებით, რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს ამჯერად ”ქართული ოცნების” გეგმით თბილისის მერიის გადაფორმატება?
- რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, იგი ძირითადად ნორმალურად გამოიყურება. ხდება გამსხვილება, მართვის სისტემის გამარტივება, რაც თეორიულად იძლევა ეფექტური მართვის გაზრდის საშუალებას. იგივე ურბანული სამსახურის და კულტურის სამსახურის გაყოფა ვფიქრობ, ნორმალური ნაბიჯია, ვინაიდან აქ ინტერესთა კონფლიქტი იყო და ამ საკითხებში თუ იქნება ჯანსაღი ოპონირება, აშკარად წაადგება საქმეს.
სამწუხაროდ, კახა კალაძე ახლა დაადგა იმავე გზას, რომელსაც ადგნენ წინა ყველა ხელმძღვანელები. მხედველობაში მქვს ის, რომ ყველა ახალი ხელმძღვანელი დაკავებული თანამდებობიდან ყველას ათავისუფლებდა ახალი ხალხი მოჰყავდა
ახლა მთავარია, თუ როგორი იქნება ამ სისტემის მართვა. ერთია, გყავდეს კარგი მანქანა და მეორეა იცოდე მანქანის კარგი მართვა. თუ მანქანის ტარება კარგად არ იცი, რაც არ უნდა კარგი მანქანა გყავდეს, შესაძლოა პირველივე მოსახვევში ხრამში გადავარდე.რაც შეეხება მეორე საკითხს, მხედველობაში მაქვს ხელმეორედ ატესტაციების ჩატარება. მე აქ მიჩნდება სერიოზული საფრთხის განცდა. მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქვეყანაში სოციალური ლიფტების არარსებობას უკავშირდება. იგი უკავშირდება არა მხოლოდ სტაბილურობის განცდას საჯარო მოხელეებისთვის. არამედ ასევე მის სამსახურეობრივ კიბეზე ზრდას.
სამწუხაროდ, კახა კალაძე ახლა დაადგა იმავე გზას, რომელსაც ადგნენ წინა ყველა ხელმძღვანელები. მხედველობაში მქვს ის, რომ ყველა ახალი ხელმძღვანელი დაკავებული თანამდებობიდან ყველას ათავისუფლებდა ახალი ხალხი მოჰყავდა.
ახალი ხალხი არ ნიშნავს მეტ კომპეტენციას. ხშირ შემთხვევაში პირიქით მუშაობის პარალიზებას იწვევს. ესეც საკმაოდ სახიფათოა. ვიმეორებ, ქვეყანაში სოციალური ლუფტების არარსებობა ეს ერთ-ერთი დამანგრეველი რამაა ქვეყნის წინსვლისთვის.
ქალაქის მერი შეიცვალა ხელისუფლება ხომ არ შეცვლილა. თუ მე იგივე ამ ხელისუფლების პირობებში გამოცდა და ატესტაცია ჩაბარებული მაქვს, ბუნებრივია გამიჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცას ჩემი სამსახურიდან გაგდება უნდა. საერთოდ, გაუგებარია ყველა ახალი მერი ატესტაციას რატომ ატარებს. ეს აშკარად არასწორი ნაბიჯია.
საერთოდ, კარგი მენეჯერი ცუდისგან იმით განსხვავდება, რომ კადრები ერთგულების მიხედვით კი არა, პროფესიონალიზმის მიხედვით მოჰყავს. ეს მაშინაც სწორია, თუ იგი მათ არ ენდობა და მათ მართვას რომ მოახერხებს. ერთგულების პრონციპით აწყობილი სისტემა ვერ იმუშავებს.
კარგი მენეჯერი ცუდისგან იმით განსხვავდება, რომ კადრები ერთგულების მიხედვით კი არა, პროფესიონალიზმის მიხედვით მოჰყავს. ეს მაშინაც სწორია, თუ იგი მათ არ ენდობა და მათ მართვას რომ მოახერხებს. ერთგულების პრონციპით აწყობილი სისტემა ვერ იმუშავებს
მე ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს გამოცდები უფრო მაგარი პროფესიონალების მოსაყვანად ტარდება, დამაჯერებლად არ გამოიყურება. პროფესიონალიზმს აქვს ასევე გამოცდილების განზომილება. შესაბამისად, მათი გაყრა და სხვებით ჩანაცვლება, რომლებსაც 6-7 თვე მოუწევთ ვითარებაში გარკვევა, როგორც მინიმუმ არარაციონალურია. სხვათა შორის, ჩინოვნიკმა რომ კარგად იმუშაოს, სტაბილურობის განცდა უნდა ჰქონდეს. თუ ეს მას არ აქვს, სისტემა ვერასოდეს ვერ იქნება გამართული.- NDI-ის კვლევის შედეგები სავარაუდოდ ასე გამოიყურება - გამოკითხულთა 53% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 54%-ის ყველაზე მთავარი საკითხი დასაქმების პრობლემაა.
ადგილობრივ არჩევნებში 66%-ს აქვს მიღებული მონაწილეობა, ხოლო 33%-ს არა.
უმრავლესობა ნაწილობრივაა დარწმუნებული, რომ არჩევნებში ხმების დათვლა სწორად მოხდა. 26% თვლის, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, 39% კი ფიქრობს, რომ არასწორი. 70% ამბობს, რომ ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება მისაღებია, 29% კი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა. ასევე, საინტერესოა ის, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამხედრო ძალის თვალსაზრისით რუსეთი აშშ-ზე ძლიერია. ამ ციფრების თანაფარდობა ასეთი - 41%-36%-ზე.
სოციოლოგიური კვლევის შედეგებით თქვენი აზრით, ყველაზე საგანგაშო ტენდენცია რომელია?
- ყველა ტენდენცია საგანგაშოა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველა კანონზომიერია. რაც შეეხება ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებას ესეც აბსოლუტურად კანონზომიერი და ლოგიკური შედეგია. 53% ხელისუფლების საქმიანობას საშუალოდ აფასებს. შესაძლოა, ხელისუფლებას ჰგონია, რომ მან ეს მის აქტივში ჩაიწერა, მაგრამ პარადოქსია, მაგრამ ეს კიდევ უარესია, ვიდრე ნეგატიურად რომ გაფასებდნენ.
როგორც ჩანს, ეს ადამიანები ამ ხელისუფლებას უყურებენ ასე - არც არაფერს აკეთებს, მაგრამ არც არაფერს აშავებს. ეს ძალიან გავს სამოსან ბავშვს, რომელიც სკოლაში კი დადის, მაგრამ არც არაფერს სწავლობს, მაგრამ არც არაფერს აშავებს.
ჩვენ ნამდვილად გვყავს ხელისუფლება, რომელიც იმის შიშით, რომ არაფერი გააფუჭოს, არც არაფერს აკეთებს და სრული სტაგნაციის პირობებში გვაცხოვრებს. ამ ხელისუფლებას ეშინია სისტემური გადაწყვეტილების მიღება და არაფერზე პასუხიმგებლობის აღება არ უნდა. ამიტომაცაა, რომ ქვეყანა ვერ ვითარდება. ამას ბევრად სჯობია ხელისუფლების მიმართ გარკვეული აგრესია იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ეს დინამიური განვითარების საფუძველს ქმნის. ასეთ ვითარება ან უკეთესობისკენ ცვლილებით თავდება, ან იმით მაინც მთავრდება, რომ ხელისუფლება ხდება იძულებული რაღაც ნაბიჯები გადადგას უკეთესობისკენ.
ჩვენ ნამდვილად გვყავს ხელისუფლება, რომელიც იმის შიშით, რომ არაფერი გააფუჭოს, არც არაფერს აკეთებს და სრული სტაგნაციის პირობებში გვაცხოვრებს... ხელისუფლებას ეშინია სისტემური გადაწყვეტილების მიღება და არაფერზე პასუხისმგებლობის აღება არ უნდა
როგორც ჩანს, ხალხი ვერც კი ბრაზდება. კვირიკაშვილზე გაბრაზება მართლაც ძნელია. კი ვერაფერს აკეთებს, მაგრამ ისეთსაც არაფერს აკეთებს, რომ გაბრაზდე. ვფიქრობ, რომ ამგვარი ვითარება ხელისუფლებისთვის საკმაოდ სახიფათო უნდა იყოს, მაგრამ ვეჭვობ, რომ მათი საქმიანობის ამგვარი სამარცხვინო შეფასების არსი არ ესმით.რაც შეეხება ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ გაზრდილ ტენდენციებს, ეს, რა თქმა უნდა, მართლაც შემაშფოთებელია. სამწუხაროდ, ამასაც აქვს თავისი საფუძველი. ხელისუფლება მუდმივად ქმნის მოლოდინებს ევროპულ სიკეთეებზე, მაგრამ გადის წლები ეს სიკეთეები ადამიანებამდე არ მიდის. თუნდაც ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული დემოკრატიული ცვლილებები არ არის ხელშესახები.
შესაბამისად, ხალხს უჩნდება კითხვა - ესაა რასაც გვპირდებოდით? ჩვენ ხომ ვერც კეთილდღეობის და ვერც დემოკრატიის თვალსაზრისით დიდ ცვლილებებსა და უკეთესობას ვერ ვხედავთ.
რაც შეეხება რუსეთის არმიის ფეტიშიზაციას, ერთი მხრივ ეს ძალიან სასაცილოა, თუნდაც იმიტომ, რომ რესურსების თვალსაზრისით აბსოლუტურად შეუდარებელია დასავლეთის, აშშ-სა და რუსეთის შესაძლებლობები. ეტყობა ლოკალური მაგალითები ამგვარ განცდას უჩენს ადამიანებს. მხედველობაში მაქვს სირიაში განვითარებული პროცესები. ადამიანებმა იქ მომხდარი ასე დაინახეს - რუსეთმა აშშ-ს სირიაში მოუგო ომი და ეტყობა აქედან გამომდინარე გააკეთეს დასკვნები.
- 29%-ს ევრაზიული კავშირი უნდა, რომელიც რეალურად არც კი არსებობს. თან იმ ქვეყნებში, რომლებიც შედიან ევრაზიული კავშირის საბაჟო კავშირში ეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ რთულ ვითარებაში იმყოფებიან. როგორც ჩანს, ჩვენმა საზოგადოებამ ეს არ იცის, თუ ეს როგორ უნდა გავიგოთ?
- ვფიქრობ, რომ ეს გახლავთ ინერციული განწყობები. ცუდია ის, რომ ისინი ნაცვლად იმისა, რომ უნდა შემციდეს, იზრდება. თუ რის გამო შეიძლება იზრდებოდეს გითხარით. გარდა ამისა, როგორც ჩანს, გაგებაა ასეთი - გასაღების ბაზრები ამ ხალხს მაინც ევრაზიულ კავშირში ეგულება.
თუ გამოკითხვის ჭრილებს ავიღებთ, შევამჩნევთ ამ საკითხში მეგაპოლისსა და რეგიონს შორის განწყობებში განსხვავებას დავინახავთ. ვნახავთ, რომ ამგვარი ევრაზიული განწყობა ძირითადად რეგიონებში, ანუ სოფლად უფროა, ვიდრე ქალაქებში. ეს ადამიანები ისევ პოსტსაბჭოთა სივრცეში ხედავენ სიკეთეებს. მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაცია ქვეყანამ მიიღო, თითქოს კარები გაიხსნა...
- საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტები საკმაოდ ბევრი გადის...
- კი გადის, მაგრამ ხალხში არ არის განცდა, რომ ეს სისტემურად რაღაცას ცვლის უკეთესობისკენ. ეს არის პრობლემა. მცირე და საშუალო მეწარმეს ევროპულ ბაზართან შეხების ხომ არანაირი შანსი არ აქვს. ამ სიკეთეს ბიზნესის ერთეული წარმომადგენლები ხედავენ. შესაძლოა, ამიტომაც ეს ვერ ცვლის განწყობას. პირიქით, უარყოფითი ტენდენციები გვაქვს.
ვიზალიბერალიზაცია კი მივიღეთ, მაგრამ უბრალო ხალხისთვის უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ამ დროს იყო დაანონსებული, რომ ვიზალიბერალიზაცია მათ სიკეთეს მოუტანდა. ევროკავშირის მიმართ სკეპტიციზმის ხარისხი რომ გაზრდილია, ეს გახლავთ პრობლემა, რომელიც ხელისუფლების მისახედია.
კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

























