პრესსამსახური - გიორგი რამიშვილს კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტთან არანაირი შემხებლობა არ აქვს
გიორგი რამიშვილის პრესსამსახური მედიაში ერთ-ერთი “პოლიტიკოსის“ მიერ გაკეთებული პროვოკაციული და ცილისმწამებლური შეფასების საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. „გიორგი რამიშვილს 13 იანვარს მომხდარ ინციდენტთან არანაირი შემხებლობა არ აქვს, ისევე როგორც არ აქვს არანაირი ნათესაური კავშირი თამაზ ქვლივიძესთან. თამაზ ქვლივიძის მამიდა არის ჩვენი ერთ-ერთი რიგითი თანამშრომელი (ვიცნობთ მას ძალიან დადებით პიროვნებად). თუმცა, ეს არ შეიძლება გახდეს სიცრუის ტირაჟირების და უპასუხისმგებლო განცხადებების გავრცელების მიზეზი.
ვემიჯნებით და ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას. ამასთან, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ გავარკვიოთ, რას ემსახურება ეს მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.
(R)

























