საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ატსტუპნიკების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ატსტუპნიკების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. ატსტუპნიკების საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. საქართველოს მოქალაქეების − გიორგი ოკუჯავას, ელენე სხირტლაძის, გიორგი ღლონტის და სხვების კონტიტუციურ სარჩელს საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იმსჯელებს.

დავის საგანია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი მუხლები. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში აცხადებენ, მოსარჩელეები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნორმები ართმევს მათ საკუთრების გამოსყიდვის უპირატესი უფლებით სარგებლობის უფლებას, ვინაიდან საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს შეუძლია საკუთრებაში მიიღოს აღნიშნული ობიექტი მისი ღირებულების 15%-დან 25%-მდე მესაკუთრისთვის გადახდის შემთხვევაში მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებლად სასამართლოს მეშვეობით. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ მათ ეზღუდებათ კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება.