პატრიარქმა სასულიერო პირებთან ერთად ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდთან" პანაშვიდი გადაიხადა

 პატრიარქმა სასულიერო პირებთან ერთად ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდთან" პანაშვიდი გადაიხადა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  სასულიერო პირებთან ერთად ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

სასტუმრო „ლეოგრანდთან“ იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა. ხანძრის შედეგად, სულ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს, მათგან 13 კი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან. ამ დროისთვის საავადმყოფოში მოთავსებულია რვა პაციენტი.

დაშავებულებს შორის, რომლებიც საავადმყოფოებში რჩებიან, სამი საქართველოს მოქალაქეა, მათგან 1 მეხანძრე-მაშველი, 4 თურქეთის მოქალაქეა და ერთი ისრაელის.