ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი აცხადებს, რომ ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე აცხადებს, რომ შრომაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ფულის გადაცემის ფაქტი დაფიქსირდა. ამასთან, მერობის კანდიდატის თქმით, იმ კონკრეტული უბნების დარბევა იგეგმება, სადაც იგი იმარჯვებს.
"დარღვევები ძალიან ბევრია. შრომაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ჩვენმა ვიდეოკამერამ ფულის გადაცემის ფაქტი დააფიქსირა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სადაც ვიმარჯვებთ, იმ უბნების დარბევა იგეგმება სხვადასხვა მეთოდებით, რასაც ჩვენ შევეწინააღმდეგებით", - აცხადებს კონსტანტინე შარაშენიძე.

























