17:00 საათის მონაცემებით, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში 5313 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 2341-მა ადამიანმა მიიღო

17:00 საათის მონაცემებით, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში 5313 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 2341-მა მიიღო, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 44.06%-ია.
საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მაღალი აქტივობა ნარჩუნდება სტეფანწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე, სადაც 17:00 საათის მონაცემებით არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 569 ამომრჩეველმა მიიღო. ასევე მაღალი აქტივობაა სოფელ სიონში მდებარე საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნების მეორე ტურზე ხმის მისაცემად 266 ამომრჩეველი მივიდა.
რაც შეეხება დარღვევებს, საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დრომდე არ დაფიქსირებულა დარღვევებთან დაკავშირებული რაიმე საჩივარი.
ყაზბეგში მერის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" კანდიდატი სანდრო ყამარაული მონაწილეობენ.

























