ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - საჯარო ინფორმაციას კანონით დადგენილ ვადაში ყველა დაინტერესებული პირი მიიღებს

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - საჯარო ინფორმაციას კანონით დადგენილ ვადაში ყველა დაინტერესებული პირი მიიღებს

საჯარო ინფორმაციას კანონით დადგენილ ვადაში ყველა დაინტერესებული პირი მიიღებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზვიად თენეიშვილმა განუცხადა, როდესაც ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტატინე შარაშენიძის წარმომადგენლის კახა ჩავლეშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიიდან ბიულეტენების მიღება - ჩაბარების აქტს ითხოვს.

მისი თქმით, კახა ჩავლეშვილს პასუხი წერილობით გაეცემა.

"ბატონ კახას ვერ დავეთანხმები. საჯარო ინფორმაციას თავის ვადა აქვს. ასე რომ, მას წერილობით გაეცმა პასუხი. საჯარო ინფორმაციას კანონით დადგენილ ვადაში ყველა ის პირი მიიღებს ვინ დაინტერესდება. არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და ამ დროისათვის 6 საჩივარი ფიქსირდება", - აცხადებს ზვიად თენეიშვილი.