15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 11.18 %-მა მიიღო

15:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 11.18 %-მა მიიღო

ქუთაისში არჩევნების მეორე ტურში აქტივობა კვლავ დაბალია. 59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, 15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 18 012-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 11.18 %-ია.

ოსეფაიშვილის თქმით, აღნიშნული მონაცემები 17 000 ამომრჩევლით ჩამორჩება წინა ტურს. 59 საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დრომდე 2 საჩივარია შესული.