ზვიად კვაჭანტირაძე - მხარი დავუჭირე “ქართული ოცნების“ კანდიდატს

ზვიად კვაჭანტირაძე - მხარი დავუჭირე “ქართული ოცნების“ კანდიდატს

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზვიად კვაჭანტრაძემ ოზურგეთში, მე-6 საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მმართველი გუნდის წევრმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ დაფიქსირდა დარღვევები, ამასთან დაკავშირებით კონკრეტულმა პირებმა შესაბამის უწყებებს უნდა მიმართონ.

„წინასაარჩევნო პერიოდში ღრმად ჩახედული არ ვარ და აქედან გამომდინარე ვერაფერს გეტყვით. მე ხმას ვაძლევ ოზურგეთში და მხარი დავუჭირე “ქართული ოცნების“ კანდიდატს. ყველა არჩევნებს მოსდევს ასეთი ბრალდებები, რაც თავი მახსოვს. თუ რამე დარღვევები არსებობს, უნდა მიმართონ შესაბამის უწყებებს“,- აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.