12:00 საათის მონაცემებით, ყაზბეგში საკუთარი არჩევანი 952-მა ადამიანმა დააფიქსირა

12:00 საათის მონაცემებით, ყაზბეგში 5313 ამომრჩევლიდან საკუთარი არჩევანი 952-მა ადამიანმა დააფიქსირა. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, ათი საარჩევნო უბნიდან ყველაზე მაღალი აქტივობა სტეფანწმინდის ნომერ პირველ საარჩევნო უბანზე ფიქსირდება. ამასთან კომისიაში აღნიშნავენ, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რაიმე სახის დარღვევა ან საჩივარი არ დაფიქსირებულა.
ყაზბეგში მერის არჩევნების მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" კანდიდატი ალექსანდრე ყამარაული მონაწილეობენ.

























