12:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთში 13 372-მა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა

12:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთში 13 372-მა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა

12:00 საათის მონაცემებით, ოზურგეთში, 62 საარჩევნო უბანზე 13 372-მა ამომრჩეველმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზვიად თენიეშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ოლქში ამ დროისათვის სამი საჩივარი ფიქსირდება, იგი ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის შედგენილი, რომელიც საარჩევნო პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება. ზვიად თენიეშვილის თქმით, ოზურგეთში 62 274 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მისივე ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა საშუალოა.

ოზურგეთის მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე იბრძვიან.