ქუთაისში ამომრჩეველმა, რომელსაც გადასატანი ყუთით ხმა უნდა მიეცა, არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო

ქუთაისის საარჩევნო ოლქის # 76-ე უბანზე გადასატანი ყუთის სიაში, ამომრჩევლის ნაცვლად ოჯახის სხვა წევრი შეიყვანეს.
აღნიშნულის შედეგად ამომრჩეველმა, რომელსაც არ შეეძლო უბანზე მისვლა და ესაჭიროებოდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემა, ვეღარ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. აღნიშნული დარღვევა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოებად მიიჩნია და საჩივარი დაწერა, რომელსაც ქუთაისის # 59-ე ოლქში წარადგენენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ქუთაისის მერობის 8 კანდიდატიდან ზღვარი ვერც ერთმა მათგანმა ვერ გადალახა. კონკურენტებს შორის ყველაზე მეტი ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ (48%) და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ( 27%) მიიღო.

























