საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქეების თამარ პაპაშვილისა და ანა ბერიძის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქეების თამარ პაპაშვილისა და ანა ბერიძის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მოქალაქეების თამარ პაპაშვილისა და ანა ბერიძის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

დავის საგანს საარჩევნო კოდექსის 109-ე, 110 და 101-ე მუხლების ქვეპუნქტები წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული მუხლები აწესრიგებს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის წესს, მანდატების რაოდენობას თითოეულ საარჩევნო ოლქში და აგრეთვე მანდატების განაწილების საკითხს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან მანდატების არაპროპორციულ გადანაწილებას იძლევა.

როგორც კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, მიახლოებული მანდატების რაოდენობა, ხმების რაოდენობასთან, დღევანდელი მოქმედი ნორმით 49 % მხარდაჭერის პირობებში პარტიას 80 % მანდატების რაოდენობა აქვს, რაც არასწორია.

„მოქმედი საარჩევნო სისტემა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ვინაიდან მაჟორიტარული და პროპორციული შედეგების მექანიკური დაჯამება საბოლოო ჯამში გვაძლევს მანდატების არაპროპორციულ გადანაწილებას და პარტიები იღებენ იმაზე მეტ მანდატებს ვიდრე მათ ეკუთვნით. პრაქტიკულად, ეს გულისხმობს იმას, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს მიახლოებული მანდატების რაოდენობა ხმების რაოდენობასთან. პროპორცია პროცენტულობის უნდა იყოს დაცული”, - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.