ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავეს

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 8 პირი დააკავეს

ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით კიდევ 8 პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით და 353-ე მუხლებით ედებათ, რაც მასობრივ არეულობას და პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

11-12 მარტს, ბათუმში განვითარებულ მოვლებებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ 6 პირს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა, ერთი არასრულწლოვანი კი გუშინ 3000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდა.