სასამართლომ ბათუმის მოვლენებში ბრალდებული ნარიმან ლომინაძე მტკიცებულებების არ ქონის გამო გაათავისუფლა

ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ბრალდებულ ნარიმან ლომინაძის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.
როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, სასამართლომ მტკიცებულებების არ ქონის გამო, ნარიმან ლომინაძე უდანაშაულოდ ცნო.
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძის გადაწყვეტილებით, ნარიმან ლომინაძის ბრალეულობის დასამტკიცებლად გუშინ სასამართლომ მტკიცებულობები მოითხოვა. თავად ნარიმან ლომინაძე ბათუმში, 11-12 მარტს გამართულ აქციაში მონაწილეობის მიღებას უარყოფს.

























