ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები 30 ოქტომბერს ჩატარდება

30 ოქტომბერს, ლაგოდეხისა და სენაკის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 9 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ცესკოდან აცნობეს, ამავე სხდომაზე კომისიამ 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა.
განკარგულების თანახმად, შუალედური არჩევნები №15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის №15.15 ცოდნისკარის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქსა და №64 სენაკის საარჩევნო ოლქის №64.07 თეკლათის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გაიმართება.
აღნიშნულ ოლქებში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ლაგოდეხის საკრებულოში ცოდნისკარის თემის მაჟორიტარ დეპუტატს, ალექსანდრე ვარდოსანიძესა და სენაკის საკრებულოში, თეკლათის თემის მაჟორიტარ დეპუტატს ლიმორა არდიას უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ.

























