საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ხვალინდელ სხდომაზე ნიკა გვარამიას და ზურაბ ჯაფარიძეს იბარებს
-235 წუთის წინ
07.04.2025 / 17:39

„2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში

12345678910111213141516171819202122
1234567
ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეები
პროფილი
ლევან მგალობლიშვილი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
ირაკლი ოქრუაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი
207
პროფილი
ახალი ამბების ტელევიზია
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-:-
Loaded: 0.00%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-:-
 
1x
დღის სხვა სიახლეები
„თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ პარლამენტის წინ აქცია სახელწოდებით „250 ფეხსაცმელი“ გამართა

თბილისში, საქართველოს პარლამენეტის შენობის წინ დღეს, „თამბაქოს კონტროლის ალიანსმა“ საპროტესტო აქცია გამართა სახელწოდებით „250 ფეხსაცმელი“.

აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა პარლამენტის წინ თეატრალიზებული ფორმით 250 წყვილი ფეხსაცმელი დააწყვეს. მათი განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევების თანახმად, საქართველოში ყოველკვირეულად სწორედ ამდენი ადამიანი იღუპება თამბაქოს აქტიური მოხმარების ან პასიური მწეველობის გამო.

როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი აქციის მიზანი ის არის, რომ ხელისუფლებამ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები.

გიორგი ბახტურიძის განცხადებით, „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მოუწოდებს პარლამენტს, რომ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები. მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებში იგულისხმება ის, რომ თამბაქოს მოწევის უფლება აიკრძალოს დახურული სივრცის შენობებში, ტრანსპორტში და ასევე აიკრძალოს მისი რეკლამა და პოპულარიზაცია.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი არის თამბაქოს მოხმარების მსხვერპლი და აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, საქართველო არ დაემსგავსოს გაზის კამერას, სადაც საკონცენტრაციო ბანაკის მსგავსად ადამიანები მომწამლავი, ამ შემთხვევაში, თამბაქოს კვამლით იღუპებიან.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მიმართავს საქართველოს პარლამენტს: „მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მიიღოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და მათთვის უსაფრთხო სასიცოცხლო გარემოს შესაქმნელად. პარლამენტის თითოეულ წევრს ოფიციალურად მიეწოდა ინდივიდუალური მიმართვა, რომ 7 სექტემბრის საპარლამენტო სესიაზე ხმა მისცეს „თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში“ ცვლილებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ოფიციალურად ხდებიან მკვლელობის მონაწილე, რომლის შედეგად ყოველწლიურად საქართველოში თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით 11 ათასი ადამიანი იღუპება. 2013 წლის მარტიდან, როდესაც შეიქმნა თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია ჩაირთო სიკვდილის მრიცხველი, რომლითაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს საკუთარი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებებს ვახსენებდით და მოვუწოდებდით, რომ აეკრძალათ თამბაქოს მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, დახურულ სივრცეში, ტრანსპორტში, აეკრძალათ თამბაქოს ნაწარმის რეკლამა და ხელი შეეშალა მისი პოპულარიზაციისთვის. აღნიშნული კომისიის უმოქმედობის გამო, ამ პერიოდში დაიღუპა 37 412 უდანაშაულო ადამიანი. ვიმედოვნებთ, ჯერ კიდევ მოქმედი პარლამენტი საქმიანობის დასასრულს მაინც გაითვალისწინებს ვალდებულებებს და სამარცხვინოდ არ დაასრულებს საქმიანობას“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

250 ფეხსაცმელი პარლამენტის შენობის წინ - რას მოუწოდებენ კანონმდებლებს პერფორმანსით

ლევან ალაფიშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება, უბრალოდ შეუძლებელია
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ ტრამპის ეს ეკონომიკური პოლიტიკა დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მწვავე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისკენ გავექანებით -  ძალიან მალე, თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე, მმართველ პარტიას პოლიტიკის ძირფესვიანი გადახედვა მოუწევს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.04.2025
თელავში „სმარტის“ 45-ე სუპერმარკეტი გაიხსნა