გარემოს დაცვის სამინისტრო დაინტერესებულ პირებს ბორჯომში, საველე გასვლაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

გარემოს დაცვის სამინისტრო დაინტერესებულ პირებს ბორჯომში, საველე გასვლაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო 31 აგვისტოს ბორჯომში, ე.წ. პლატოს ტერიტორიაზე არასამთავრობო სექტორს, მედიასა და ყველა დაინტერესებულ პირს საველე გასვლაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს.

როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტრო უზრუნველყოფს მონაწილეთა ტრანსპორტირებას.

დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მიმდინარე წლის 25 აგვისტომდე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე pr@moe.gov.ge, საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.

გასვლასთან დაკავშირებით შემდგომი დეტალები დარეგისტრირებულ პირებს მიეწოდებათ დამატებით.

”კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ: სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

საკონტაქტო პირი: ეკატერინე ბენდელიანი, 599 287940. 2 727234; ელექტრონული ფოსტა: pr@moe.gov.ge. e.bendeliani@moe.gov.ge”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

InterPressNews.Ge