მინისტრის მოადგილე სოფელ სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის მონიტორინგის შედეგებს მოსახლეობასთან ერთად გაეცნო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ქვემო ქართლში იმყოფებოდა, სადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის მოადგილე სოფელ სააკაძის რადიოაქტიური ნარჩენების სამარხის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული რადიაციული მონიტორინგის შედეგებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნო.
რადიაციული კვლევები განახლებული მობილური ლაბორატორიის მეშვეობით ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სპეციალისტების მიერ ჩატარდა. შემოწმდა რადიოაქტიური ნარჩენების სამარხთან არსებული ფონი და ნიადაგში რადიონუკლიდების მაჩვენებელები. კვლევის შედეგად არ დაფიქსირებულა რადიონუკლიდების არსებობა ნიადაგში, ხოლო რადიაციული ფონი სრულად შეესაბამება ბუნებრივს. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტო რადიაციული უსაფრთხოების მონიტორინგს მთალი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად განახორციელებს.
იხილეთ ვიდეო: რადიაციული მონიტორინგის შედეგები ცნობილია


























