ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 81 წლის ქალი ემსხვერპლა

ლაგოდეხში ავტოავარიას 81 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა ორი ავტომობილის ერთმანეთთან შეჯახებამ გამოიწვია,შემდეგ კი „BMW“-ს მარკის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ამ დროისთვის არც ერთი მძღოლი დაკავებული არ არის, მიმდინარეობს შესაბამისი.

























