სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები თელავში შეხვედრას გამართავენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები, დღეს, თელავში, დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო შეხვედრას გამართავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნილ შეხვედრაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები განიხილავენ საგარეჯოს, ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების შესაბამისობის აუდიტების შედეგებსა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას.
საჯარო შეხვედრას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია გახსნის.

























