ფოთის პროკურორის ავტომანქანას, სავარაუდოდ, 4 ტყვია აქვს მოხვედრილი

ფოთის პროკურორის ავტომანქანას, სავარაუდოდ, 4 ტყვია აქვს მოხვედრილი

ფოთის პროკურორის ავტომანქანას, სავარაუდოდ, 4 ტყვია აქვს მოხვედრილი. ასეთია ადგილზე ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ინციდენტს თვითმხილველი არ ჰყავს, ვინაიდან ის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც იმ მომენტში არავინ იმყოფებოდა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევა პროკურორის გამოძიების ქვეშ მყოფ ერთ-ერთ საქმეს უკავშირდება, თუმცა ზუსტი მოტივის შესახებ კომენტარები არ კეთდება.

თავად პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე, რომელიც ავტომანქანას მართავდა, არ დაშავებულა. მან ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.