"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ქობულეთის სოფლებს ელექტროენერგია უახლოეს პერიოდში აღუდგებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ქობულეთის სოფლებს ელექტროენერგია უახლოეს პერიოდში აღუდგებათ

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამ დროისთვის ქობულეთის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 5 სოფელი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენერგო-პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, კომპანიის ბრიგადები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და მომხმარებლებს ელექტრომომარაგება უახლოეს პერიოდში აღუდგებათ.

ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება დიდთოვლობამ გამოიწვია. სტიქიას ქობულეთში მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ განუცხადა, დიდთოვლობის გამო ქობულეთი-ოზურგეთის მიმართულებით შეფერხდა ავტოსატრანსპორტო მოძრაობა, დაზიანდა მრავალწლიანი ნარგავები და ელექტროგადამცემი ხაზები. ასევე, გამგებლის ინფორმაციით, ქობულეთის 11 სოფელს შუქი არ მიეწოდებოდა. ქობულეთის დაბებში თოვლის საფარი 30 სანტიმეტრამდეა, ხოლო სოფლებში 80 სანტიმეტრს აღწევს. ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება ამ წუთებშიც აქტიურად მიმდინარეობს.