ქუთაისში 40 წლამდე ასაკის ქალბატონი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ქუთაისში 40 წლამდე ასაკის ქალბატონი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სხვენზე 40 წლამდე ასაკის ქალბატონი ჩამომხრჩვალი იპოვეს.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში მეზობლები აცხადებენ, ქალბატონის ცხედარი ბინის სხვენში შემთხვევით აღმოაჩინეს.

"დღეს სამსახურში უნდა წასულიყო და რომ არ მივიდა, სახლში დარეკეს და მოიკითხეს. მეზობელმა შემთხვევით სხვენში ჩამომხრჩვალი იპოვა. ორი შვილი და ქმარი დარჩა. მიზეზი, თუ რატომ ჩაიდინა მსგავსი რამ, არ ვიცით", - აცხადებენ მეზობლები.