"ენერგო-პრო ჯორჯიას" 1163 აბონენტს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" 1163 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, დღეს, 13:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება რუსთავში, ლომოურის ქუჩას, ლომოურის ქუჩაზე არსებულ ობიექტებს, კლინიკა რუსთავს, კერძო ბინებს, თოდრიას # 2 და # 3 ჩიხებს; აგრეთვე, 12:00-დან 13:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდება რუსთავის ავტობაზრობას, ხოლო 11:00-დან 17:00 საათამდე 6000 აბონენტს ცაგერ-ლენტეხის რაიონში;
მათივე ინფორმაციით, 16 ოქტომბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 11 000 აბონენტს ქ. ხონში და ხონის რაიონის სოფლებში.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, იზრდება ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი. სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ვანის რაიონში აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
უამინდობის შემთხვევაში, ცაგერ-ლენტეხსა და ხონში სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაძლებელია გადაიდოს, რის შესახებაც აბონენტებს ეცნობებათ დამატებით.

























