პატრიარქი ხვალ სოფელ შინდისში ჩაბრძანდება

გორის რაიონის სოფელ შინდისში, ხვალ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩაბრძანდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ენერგეტიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე აგებულია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც საქველმოქმედო ფონდ "კალას" დაფინანსებით აშენდა.
ღონისძიებას დაესწრებიან წმინდა სინოდის წევრები, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, პარლამენტის დეპუტატები, ადგილობრივი მთავრობა, დაღუპული გმირების ოჯახების წევრები და ახლობლები.

























