იმერეთში "C ჰეპატიტის" უფასო სკრინინგ აქცია დაიწყო

იმერეთში "C ჰეპატიტის" უფასო სკრინინგ აქცია დაიწყო

"C ჰეპატიტის" უფასო სკრინინგ აქცია იმერეთშიც დაიწყო. მხარის თორმეტივე მუნიციპალიტეტში პაციენტები სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, რეგიონში პირველი აქცია თერჯოლის მუნიციპალიტეტში გაიმართა.

მობილური ლაბორატორიის მეშვეობით 250–მდე პაციენტმა "C ჰეპატიტზე" უფასო სამედიცინო კვლევები ჩაიტარა. პარალელურად სამედიცინო დახმარება ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც განხორციელდა. დილის 10:00 საათიდან 17:00 საათამდე მომსახურება 300–ზე მეტმა ადგილობრივმა მიიღო. პაციენტებმა ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს უნდა წარუდგინონ.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, "C ჰეპატიტის" მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქცია 27 ივლისს დაიწყო და 2 კვირა გაგრძელდება.