ბათუმში მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს

ბათუმში მიმდინარე აქციაზე სამი პირი დააკავეს

ბათუმში, სასტუმრო "ჰოლტონის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე სამი პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , დაკავებული არიან "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი, "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები - კახა ბაქანიძე და სოლომონ ბაჟელიძე.

პოლიციის თანამშრომლებმა ისინი იმ დროს აიყვანეს, როცა სასტუმრო "ჰილტონთან" მიახლოებას ცდილობდნენ. "ჰილტონში" პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფება, რომელიც სასტუმროს გახსნის ღონისძიებას ესწრება.

აქციის მონაწილეები მათი წარმომადგენლების დაკავებას პოლიტიკური ნიშნით ხსნიან და მიიჩნევენ, რომ სამართალდამცველებმა მათ გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდეს.

ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონის" მიმდებარედ აქციას მართავენ. ისინი მხარდამჭერებთან ერთად სასტუმროსთან წითელი ბარათებით მივიდნენ.

აქციის მონაწილეებმა ბათუმში შეჩერებული პროექტების პლაკატებიც წარმოადგინეს.